ფეხბურთი

18:25 | 1.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლა: "ჰოლანდის შეძენა ევროპის ყველა დიდ კლუბს სურს"

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის აგენტმა მინო რაიოლამ ესპანურ Marca-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც თავისი კლიენტის შესახებ ვრცლად ისაუბრა. რაიოლას განცხადებით, ჰოლანდის შეძენით ყველა ევროპული გრანდია დაინტერესებული და მათ საუკეთესო ვარიანტი უნდა აარჩიონ.

„პირველად ჰოლანდის თამაში ტელევიზორში ვნახე, „მიოლდეს“ მატჩი იყო. ასე მივედი მასთან. ფეხბურთელი ხშირად ერთი ნახვით არ მიყვარდება და როდესაც ეს ხდება, ვამბობ: „ეს, ის არის“. ერლინგი ფეხბურთით ცხოვრობს, დორტმუნდის რესტორნებზე უარს ამბობს და ძალიან ბევრს ვარჯიშობს განსავითარებლად.

„ბარსელონასთან“ და „რეალთან“ შეხვედრა? არ დაიჯერებთ ამ შეხვედრების მიზეზს. მამამისი მარბელიაში უნდა წასულიყო, ამიტომ გადავწყვიტეთ ერთად გვემგზავრა, რადგან მე ლაპორტასთვის პრეზიდენტობა მიმელოცა და შემდეგ მადრიდში წავსულყავი. ეს ყველაფერი ორივემ ერთად გავაკეთეთ. „დორტმუნდში“ თქვეს, რომ მისი გაყიდვა არ უნდათ, სიმართლე ახლა მხოლოდ ეს არის. უნდა ვნახოთ, ექნებათ თუ არა მხარეებს იგივე სურვილი 1 სექტემბერს. მე სხვა პოზიცია მაქვს, თუ კარგი წინადადება გამოჩნდება და ყველა ბენდიერი იქნება, ის უნდა გაყიდონ.

„რეალი“? ზუსტად არ ვიცი, რადგან მათი ბიუჯეტი შესწავლილი არ მაქვს, მაგრამ ასე მგონია, რომ ჰოლანდის შესაძენად ყველაზე მეტი ფული „რეალს“ აქვს. კითხვა ასე უნდა დავსვათ: შეუძლია ჰოლანდის ყიდვა „რეალს“? „ბარსას? რთულია, მაგრამ შესაძლებელია. მატარებელი გადის, უნდა გადაწყვიტო გაყვები თუ არა მას, ეს არის რეალური შეკითხვა. ჰოლანდით ევროპის ნებისმიერი დიდი გუნდია დაინტერესებულია, ეს სიმართლეა. ყველა დიდი გუნდიდან დამირეკეს. 14-ვე კლუბში არის ინტერესი, ახლა მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომელია საუკეთესო ვარიანტი.

პოგბა? ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმის გაგება „მანჩესტერს“ რა სურს. რა სახის პროექტს გვთავაზობს. პოგბას მხოლოდ ერთი რამ აინტერესებს: ჩემპიონთა ლიგისა და ტიტულების მოგება. ვნახოთ, თუ იქნება ეს შესაძლებლობა „იუნაიტედში“ თუ სხვა ევროპულ კლუბში“, - თქვა რაიოლამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12149