ფეხბურთი

10:26 | 28.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ ლიონელ მესის კონტრაქტი შესთავაზა

ფრანგულმა „პარი სენ ჟერმენმა“ „ბარსელონას“ თავდამდამსხმელის, ლიონელ მესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო. სენსაციურ ინფორმაციას ბრაზილიური TNT Sport-ი ავრცელებს.

წყაროს თანახმად, პარიზელებმა მოლაპარაკებების პირველი ნაწილი უკვე გამართეს და არგენტინელ ვარსკვლავს ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს ერთი წლით განახლების შესაძლებლობით.

ჯერჯერობით სხვა დეტალები არ ვრცელდება. მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და კლუბთან ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება ჯერაც არ დაუწყია.

მესის „ბლაუგრანას“ დატოვება ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდა და რამდენიმე დღე ეს თემა აქტუალური იყო, მაგრამ შემდეგ სამხრეთ ამერიკელმა გუნდში კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩენა გადაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის „ბარსელონას“ გარდა სხვა გუნდში არასდროს უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130285