ფეხბურთი

18:27 | 17.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"გენტის" მწვრთნელი: "ჩაკვეტაძე უფრო დიდი ხნით დავკარგეთ, ვიდრე გვეგონა"

ბელგიური „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაეზებრუკმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ კომენტარი გააკეთა. ბელგიელი სპეციალისტის განცხადებით, ქართველი იმაზე დიდი პერიოდით დაკარგეს, ვიდრე თავიდან იფიქრებდნენ.

„ჩაკვეტაძე უფრო დიდი ხნით დავკარგეთ მყესების გაწყვეტის გამო, ვიდრე თავიდან გვეგონა“, - თქვა ვანჰაეზებრუკმა და უფრო მეტად არ დაკონკრეტულა რა პერიოდი გაუცდება ქართველ ფეხბურთელს.

დიდი შანსია, რომ გიორგისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებული იყოს. ბელგიური მედია მის შესახებ კითხვას სვამს: „იქნება გიორგი ჩაკვეტაძე ოდესმე კარგად?“...

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ქართველ ფეხბურთელს ბოლო ორი სეზონი ტრავმების გამო პრაქტიკულად გაუცდა. მიმდინარე სეზონში მან მხოლოდ ოთხი თამაშის ჩატარება მოახერხა.

0.114246