ფეხბურთი

11:46 | 16.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "ქულებს რატომ ვკარგავთ ვიცი, მაგრამ არ გეტყვით"

ლონდონის „ტოტენჰემს“ წარუმატებელი სეზონი აქვს და განსაკუთრებით უჭირს თამაშის დროს მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება. პრემიერლიგის ბოლო ტურში „მანჩესტერთან“ „მამლები“ იგებდნენ, მაგრამ 1:3 წააგეს. ჟოზე მოურინიოს ჰკითხეს რა იყო ამის მიზეზი, რაზეც უპასუხა, რომ იცის მიზეზი, მაგრამ მის გამხელას არ აპირებს.

„ვიცი, რატომ მოხდა ეს. არსებობს დადებითი მხარე - გუნდი, რომელიც თამაშს კარგად იწყებს, პოზიტიური ნიშანია, მაგრამ გეთანხმებით იმაშიც, რომ როცა წინ ხარ და ქულებს კარგავ, იქ უარყოფითი მხარეებიცაა.

არ ვაპირებ მიზეზები, რის გამოც ეს მოხდა, აქ განვიხილო. შეიძლება ეს ჩვენი გუნდის მახასიათებლებთანაა დაკავშირებული, მაგრამ არ ვარ მზად განსახილველად. როდის ვიქნები მზად? ალბათ, არასდროს“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემი“ პრემიერლიგაში 49 ქულით მეშვიდე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 6 ქულით ჩამორჩება. მოურინიოს გუნდი დღეს ლივერპულის „ევერტონს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129242