ფეხბურთი

17:22 | 14.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავა "ვალანსიენის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ ორჯერ დასახელდა

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა „ვალანსიენის“ თვის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დასახელდა. ჯაბა ფანებმა გამოარჩიეს, მას თებერვალსა და მარტში კლუბში ბადალი არ ჰყოლია.

ნიშანდობლივია, რომ კანკავა „ვალანსიენში“ იანვარში გადავიდა და შესაბამისად, სრული თვე გუნდში მხოლოდ თებერვალი და მარტი ჰქონდა. ამიტომაც, ეს აღიარება ორმაგად დასაფასებელია. ჯაბას პრიზი უკვე გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის ნახევარმცველს „ვალანსიენის“ მაისურით 12 მატჩი აქვს ჩატარებული, 10 ლიგა 2-ში და 2 საფრანგეთის თასზე. კანკავას ფრანგულ გუნდთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, „ვალანსიენი“ კი ლიგა 2-ში 32 ტურის თავზე 43 ქულით მერვე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110188