ჩოგბურთი

10:30 | 12.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილის მცირე პროგრესი ATP-ს რეიტინგში

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ რეიტინგი განაახლა, რომელშიც ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთი პოზიციით დაწინაურდა. საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელს 1645 სარეიტინგო ქულა აქვს და 37-ე ადგილიდან 36-ე პოზიციაზე აღზევდა.

ნიკოლოზმა ბოლოს იტალიაში, კალიარის ტურნირში იასპარეზა, სადაც მერვედფინალური და მეოთხედფინალური ბარიერი დაძლია, ხოლო ნახევარფინალში მარცხი განიცადა. 29 წლის ჩოგბურთელი ახლა მონტე კარლოს მასტერსზე იასპარეზებს და უკვე ცნობილია, რომ პირველ წრეში სერბ ფილიპ კრაინოვიჩს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი რეიტინგის მეორე ჩოგან დანიილ მედვედთან შეხვედრა ელოდება.

ATP-ს რეიტინგის მოწინავე ათეულში ცვლილებები არ მომხდარა. ლიდერი ისევ ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელსაც კვალში დანიილ მედვედევი, რაფაელ ნადალი, დომინიკ ტიმი და სტეფანოს ციციპასი უდგანან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11506