ფეხბურთი

23:42 | 10.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეონიდ სლუცკი: "ყველა ელოდება, რომ კვარაცხელია ყოველჯერზე 5 მეტოქეს მოატყუებს"
"ხვიჩაზე ამდენი საუბარი არ იმოქმედებს, ვხედავ როგორ ვარჯიშობს და მუშაობს"

ყაზანის „რუბინმა“ რუსეთის პრემიერლიგის 25-ე ტურში სტუმრად „როსტოვი“ დარკო იევტიჩის გოლით 1:0 დაამარცხა და ევროზონაში მოხვედრაზე მორიგი სერიოზული განაცხადი გააკეთა.

ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ ამჯერად შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა. თამაშის შემდეგ ჟურნალისტმა ლეონიდ სლუცკის ჰკითხა, რა იყო იმის მიზეზი, რომ ქართველმა შემტევმა არც ისე კარგად ითამაშა (მისი აზრით - რედ) და მინდორზე შეუმჩნეველი იყო, რასაც რუსი სპეციალისტი არ დაეთანხმა. მანვე მეორე შეკითხვასაც უპასუხა ჩვენებურის შესახებ, რაც ევროპული კლუბების ინტერესს და მის ცუდ ზეგავლენას ეხებოდა:

„ვერ ვიტყვი, რომ დღეს ხვიჩა მოედანზე არ ჩანდა. მიუხედავად ამისა, მან მაინც ბევრჯერ შესანიშნავად ითამაშა და რამდენიმე დარტყმა და სახიფათო პასიც გააკეთა. უბრალოდ, ყველა ელის, რომ ის ყოველ ეპიზოდში ხუთ მეტოქეს მოატყუებს, მაგრამ სამწუხაროდ ეს შეუძლებელია.

ევროპული კლუბების ინტერესი მასზე იმოქმედებს და თუ ვესაუბრე? არა, არ მოქმედებს. მე ვხედავ, როგორ ვარჯიშობს და მუშაობს, ამიტომ, ამაზე მასთან დამატებით საუბარს აზრი არ აქვს“, - თქვა სლუცკიმ.

აქვე გეტყვით, რომ სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე „რუბინი“ 43 ქულით მესამე-მეხუთე ადგილებს „ლოკომოტივთან“ და ცსკა-სთან ერთად იყოფს, თუმცა, მოსკოვურ გუნდებს 25-ე ტურში ჯერ არ უთამაშიათ. ყაზანელები მომდევნო შეხვედრას 18 აპრილს, სტუმრად „ურალთან“ ჩაატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136626