ფეხბურთი

16:32 | 1.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდის მამა და აგენტი ბარსელონაში ჩავიდნენ (+VIDEO)

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის მამა ალფ-ინჟე ჰოლანდი და ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა ბარსელონაში ჩაფრინდნენ.

Sport-მა ორივე აეროპორტში ჩასვლისთანავე დააფიქსირა და ინფორმაციის დასადასტურებლად ფოტო-ვიდეო მასალაც გამოაქვეყნა. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ისინი კატალონიაში „ბარსელონას“ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან მოსალაპარაკებლად ჩავიდნენ.

ჯერჯერობით დეტალებ უცნობია, მაგრამ მხარეები ტრანსფერის თაობაზე ისაუბრებენ. ჰოლანდის მიმართ ინტერსს ევროპული გრანდები იჩენენ, ხოლო ლაპორტამ პრეზიდენტად დანიშვნის დღიდანვე დაადასტურა ნირვეგიელისადმი ინტერესი. აღსანიშნავია, რომ მას რაიოლასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა ყველა ტურნირზე 31 მატჩი ჩაატარა და 33 გოლის გატანა მოახერხა.

0.153908