ფეხბურთი

17:28 | 29.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯიჯი ბუფონი სათამაშო დროით უკმაყოფილოა და შესაძლოა "იუვენტუსი" დატოვოს

ვეტერანი იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი „იუვენტუსის“ დატოვებაზე ფიქრობს. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, 43 წლის კიპერს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

ჯიჯის უფრო მეტი სათამაშო დროის მიღება სურს და ამ მიზნით არ არის გამორიცხული ისეთ გუნდში გადავიდეს, სადაც პირველი მეკარე იქნება. ბუფონს კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და საბოლოოდ ყველაფერი პრეზიდენტ ანდრეა ანიელისთან ვახშამზე გადაწყდება.

შეხვედრა იტალიის თასის ფინალის შემდეგ დაიგეგმა, რომელიც 19 მაისს გაიმართება და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება ყველაფერი. თუმცა, გამორიცხული არც სხვა ვარიანტია - კარიერის დასრულება ან კონტრაქტის კიდევ 1 წლით გახანგრძლივება და „იუვეში“ დარჩენა.

ჯანლუიჯი ბუფონს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 10 თამაში აქვს ჩატარებული, ხოლო მთლიანობაში „იუვენტუსის“ მაისურით 691-ჯერ ითამაშა და კლუბის ისტორიაში მატჩების რაოდენობით რეკორდსმენ ალესანდრო დელ პიეროსთან საკმაოდ ახლოსაა (705 თამაში).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115836