კალათბურთი

2:46 | 28.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 15 ქულა VTB ლიგაში

მოსკოვის ცსკა-მ VTB ლიგაში მორიგი მატჩი ჩატარა და ყაზანის „უნიქსი“ ძალზე დამაჯერებლად დაამარცხა. დიმიტრის იტუდისის გუნდის უპირატესობა აშკარა იყო და არმიელებმა 102:86 იმარჯვეს.

თორნიკე შენგელიამ 25:26 წუთში 15 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 8-დან 4 ორქულიანი, 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 13-ს გაუტოლდა.

მოსკოველთა რიგებში საუკეთესო უილ კლაიბერნი იყო, რომელმაც 24 ქულა, 3 მოხსნა და 5 პასი დააგროვა.

მოსკოვის ცსკა 15 გამარჯვებით და 5 მარცხით მეორე-მესამე ადგილზებს სწორედ „უნიქსთან“ იყოს. მომდევნო ტურში შენგელია და მისი თანაგუნდელები 5 აპრილს, ლიდერის პოზიციაზე მყოფ „ზენიტს“ შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111088