სხვა

13:12 | 26.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა სუმოისტმა ისევ იმარჯვა - ტოჩინოშინს დადებით ბალანსამდე 2 მოგება აშორებს

ჰარუ ბაშოზე კვლავ წარმატებული გამოსვლა ჰქონდა ლევან გორგაძეს, ქართველმა სპორტსმენმა ჩამორჩენა შეამცირა და თანაბარ ბალანსს მიუახლოვდა. ტოჩინოშინმა გაზაფხულის პირველი სუპერტურნირის დასრულებამდე 2 დღით ადრე, ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და დადებითი ბალანსისთვის იბრძვის.

33 წლის სუმოისტის მეტოქე მე-4 მაეგაშირა კირიბაიამა იყო, რომელიც ჩვენებურმა იორიტაოშის ილეთით დაამარცხა. ტოჩიმ მთელი ორთაბრძოლის განმავლობაშო უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა, მეტოქე დოჰიოს კიდესთან მიიყვანა და იქიდან ილეთით წააქცია. ეს მათი მე-4 დაპირისპირება იყო და ქართველმა ურთიერთშეხვედრებში მოგება-წაგების ბალანსი 3-1-ზე გახადა და კიდევ ერთხელ დაწინაურდა.

ამრიგად, ტოჩის მარტის ბაშოზე 6 მოგების საპირისპიროდ 7 მარცხი აქვს და იმისთვის, რომ დადებითი ბალანსი გაინაღდოს, დარჩენილი ორი ორთაბრძოლაც უნდა მოიგოს. მისი მომდევნო მეტოქე კი მე-15 მაეგაშირა ჰიდენოუმი იქნება, რომელსაც აქამდე არასდროს შეხვედრია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114083