სხვა

13:00 | 24.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ჩიიოტარიუ დაამარცხა და დადებითი ბალანსის შანსს ინარჩუნებს (+VIDEO)

ჰარუ ბაშოზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ. ქართველი სუმოისტი მე-11 მაეგაშირა ჩიიოტარიუს დაუპირისპირდა და მას ძალიან ადვილად, ჰატაკიკომის ილეთით სძლია.

ორთაბრძოლის დაწყებისთანავე ტოჩი მეტოქის საზღვრებს მიღმა გადაყვანას ცდილობდა, თუმცა, მალევე ილეთის გაკეთების შესაძლებლობა მიეცა, იაპონელს თავისკენ დაქაჩა და დოჰიოზე დასცა. ეს მათი მე-12 დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც ქართველს დიდი უპირატესობა აქვს - 9 მოგება და 3 მარცხი.

ამრიგად, ლევანს წლის მეორე სუპერტურნირზე 4 მოგების საწინააღმდეგოდ 7 მარცხი აქვს და იმისათვის, რომ დადებითი შედეგი დააფიქსიროს, დარჩენლი ოთხი ორთაბრძოლიდან ყველა მოგებით უნდა დაასრულოს. მისი მომდევნო მეტოქე კი პირველი მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება, რომელსაც აქამდე 21-ჯერ შეხვედრია და მასთანაც დადებითი ბალანსი - 12:9-ზე აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114457