სხვა

12:40 | 23.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი კვლავ დამარცხდა და უარყოფითი ბალანსის ზღვარზეა (+VIDEO)

ჰარუ ბაშოს მე-10 საშეჯიბრო დღეს მორიგი მარცხი განიცადა ლევან გორგაძემ. ქართველი სუმოისტი მე-12 მაეგაშირა აკისეიამას დაუპირისპირდა და შიტატენაგის ილეთით წააგო.

დღევანდელი დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ჩვენებური თითქმის მთელი დროის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა და მეტოქის დამარცხება შეეძლო, თუმცა, დოჰიოს კუთხესთან რამდენჯერმე მიმწყვდეულმა აკისეიამამ თავის დაღწევა მოახერხა და მაშინ, როდესაც ტოჩი ილეთის გაკეთებას და საზღვრებს მიღმა მის გადაგდებას ცდილობდა, დოჰიოს მიღმა თავადვე აღმოჩნდა. ეს აღნიშნული წყვილის მე-4 დაპირისპირება იყო და მეტოქემ ტოჩინოშინთან მოგება-წაგების ბალანსი გაათანაბრა.

აღსანიშნავია, რომ ლევანი წლის მეორე სუპერტურნირზე ძალიან ცუდ ფორმაშია და თუ არ ჩავთვლით ზედიზედ სამ გამარჯვებას, რომელმაც თავიდან იმედები გააჩინა, თითქმის ყველა დაპირისპირებისას უშანსოდ იყო და უარყოფითიბალანსის ძღვარზეა.

შეგახსენებთ, რომ ქართველ სუმოისტს 7 მარცხის საპირისპიროდ მხოლოდ 3 მოგება აქვს და იმის შანსი, რომ დადებით ბალანსზე გავა, მხოლოდ თეორიულია. მას ამისთვის დარჩენილი 5 ორთაბრძოლიდან, ყველას მოგება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეიტინგში კვლავ დაქვეითება ემუქრება.

გორგაძის მომავალი მეტოქე კი ჩიიოტარიუ იქნება, რომელსაც აქამდე 11-ჯერ შეხვედრია და დიდი უპირატესობა აქვს - 8 მოგება და 3 მარცხი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111227