ჩოგბურთი

0:02 | 23.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსზე მეორე წრიდან ჩაერთვება

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსზე იასპარეზებს და პირველი წრისგან თავისუფალია. ნიკა გათამაშებაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე დიდი ალბათობით, შვედი მიქაელ იმერი იქნება.

სკანდინავიელი პირველ წრეში კვალფიკაციის გამარჯვებულს შეხვდება და მათ შორის საუკეთესო დაუპირისპირდება ბასილაშვილს. მესამე წრეში გასვლის შემთხვევაში ბასილაშვილის მეტოქე სავარაუდოდ, ალექსანდრ ზვერევი იქნება. ქართველი ტურნირზე 27-ე ნომრადაა განთესილი.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილს მაიამიში ქულები არ აქვს დასაცავი და ამრიგად, ნებისმიერი გამარჯვება მის რეიტინგს წაადგება.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 10 დღის წინ დოჰას მასტერსი მოიგო, გასულ კვირაში კი დუბაის ტურნირის მეორე წრეში დამარცხდა. ქართველი ATP-ის რეიტინგში 38-ე ადგილზეა. მაიამის მასტერსი 22 მარტიდან 4 აპრილამდე ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112942