სხვა

12:30 | 22.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი ჰარუ ბაშოზე ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა

ჰარუ ბაშოს მეცხრე საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე დასავლეთის მე-10 მაეგაშირა რიუდენს გაეჯიბრა და მარცხი განიცადა. ტოჩინოშინი მეტოქესთან დაძაბულ ბრძოლაში ჩაება, თუმცა საბოლოოდ ის დოჰიოს მიღმა აღმოჩნდა.

ტოჩისთვის ეს იყო ზედიზედ მეოთხე მარცხი იყო, რის შედეგადაც მისი ბალანსი 3 მოგებასა და 6 წაგებას შეადგენს. ქართველ სუმოისტს ჰარუ ბაშოზე დადებითი შედეგის დაფიქსირება ძალიან გაუჭირდება.

კაჩი-კოშის დასაფიქსირებლად მას დარჩენილი 6 ბრძოლიდან 5 მოსაგები აქვს, რაც რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება. ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა აკისეიმა იქნება, რომელთანაც დადებითი ბალანსი გააჩნია (2 მოგება, 1 წაგება).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123447