ფეხბურთი

1:06 | 22.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: "დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონში აქ აღარ ვიქნები"

თემურ ქეცბაია „ანორთოსისის“ დატოვებას გეგმავს. როგორც მან ლიმასოლის აელ-თან მატჩის შემდეგ განაცხადა, დიდი შანსია, მომდევნო სეზონში კვიპროსული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე აღარ იყოს.

„ანორთოსისმა“ აელ-თან 1:2 წააგო და ეს ერთადერთი გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. თამაშის შემდეგ კი ქართველმა სპეციალისტმა პრესკონფერენცია გამართა.

„ორი შეტევა მივიღეთ და ორჯერვე გაგვიტანეს. ზოგჯერ იღბალი საჭიროა, რომ წარმატებაში დაგეხმაროს. ბოლო ორ თამაშში წასაგებად ყველაფერი გავაკეთეთ. პრეტენზია არ მაქვს, ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს. ისინი ორჯერ შემოვიდნენ ჩვენს საჯარიმოში და ორჯერ გაგვიტანეს. დაცვაში თამაშით შეშფოთებულნი ვართ. ახლა თასზე უნდა გავაკეთეთო აქცენტი, ეს რეალისტური მიზანია და ბოლომდე ვიბრძოლებთ. მე გუნდს ვენდობი, იღბალი ჩვენს მხარეს რომ ყოფილიყო, უფრო მეტი გვექნებოდა.

ახალი კონტრაქტი? მოდით, ეს სეზონი დასრულდეს. დიდი ალბათობით, მე აქ აღარ ვიქნები, მაგრამ ჯერ სეზონი უნდა დასრულდეს და გვინდა თსზე წარმატებას მივაღწიოთ. ხალხი კარგი თამაშითაა დაინტერესებული და როდესაც საქმე კარგად არ მიდის, ზოგიერთები ენას გამოყოფენ. ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ, იმდენი, რამდენიც აქ 11 წელი არ გაკეთებულა. შარშან ჩემპიონობას ვიმსახურებდით, მაგრამ ყველამ იცის რა მოხდა. წელს თასის მოგების კარგი შანსი გვაქვს და მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატში რთული იქნება, მათუმატიკური შანსი აქაც არსებობს“, - თქვა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, თემურ ქეცბაია „ანორთოსისში“ 2019 წელს დაბრუნდა. მისი გუნდი სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ლიდერს 13 ქულით ჩამორჩება, თასზე კი ნახევარფინალშია გასული. თემურს კლუბთან კონტრაქტი მაისში ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116192