ფეხბურთი

22:50 | 21.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიას ულამაზესი გოლი კვიპროსში (+VIDEO)

ფამაგუსტას „ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატის 30-ე ტურში შინ ლიმასოლის აელ-ს დაუხვდა, მაგრამ უქულოდ დარჩა, რადგან 1:2 წააგო.

ეს ერთადერთი გოლი თემურ ქეცბაიას გუნდის რიგებიდან გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. ქართველმა ფორვარდმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე პირველი ტაიმის ბოლოს დალაშქრა მეტოქის კარი და გოლი ძალიან ეფექტური გამოდგა: მან სამ მცველს აუარა გვერდი, მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა და ზუსტად დაარტყა. თუმცა, ეს პრესტიჟის გოლი იყო, რადგან მანამდე ფამაგუსტელებს ორი გოლი გაეშვათ.

მეორე ნახევარში გოლი აღარ გასულა და ქეცბაიას გუნდი ზედიზედ მეორედ დამარცხდა, ბოლო ოთხი ტური კი არ მოუგია. ამ შეხვედრაში ქვილითაიამ, გიორგი ლორიამ და მურთაზ დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, თორნიკე ოქრიაშვილი კი მოედანზე 76-ე წუთამდე იყო. გეტყვით იმასაც, რომ ქვილითაიასთვის ეს მე-14 გოლი იყო კვიპროსის ჩემპიონატში.

ფამაგუსტას „ანორთოსისს“ 30 ტურის თავზე 53 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზეა, ჩემპიონობა კი ძალიან გაუჭირდება, რადგან პირველ საფეხურს 13 ქულა აშორებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130844