ფეხბურთი

19:40 | 18.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავა საქართველოს ნაკრებს შეუერთდება

ფრანგული „ვალანსიენის“ ფეხბურთელი ჯაბა კანკავა საქართველოს ნაკრებში უახლოეს მატჩებში ითამაშებს. მოგეხსენებათ, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით საფრანგეთის ლიგა 1-სა და ლიგა 2-ის კლუბებმა არაევროკავშირელი ფეხბურთელების ნაკრებში გაშვებაზე კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე უარი თქვეს, თუმცა ჯაბა ამის მიუხედავად თბილისში გუნდს მაინც შეუერთდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა ოფიციალურად დაგვიდასტურა, რომ 34 წლის ნახევარმცველი როგორც თავიდანვე იყო დაგეგმილი, ჩვეულებრისამებრ, 22 მარტს გუნდს შეუერთდება და უახლოეს მატჩებში სამწვრთნელო შტაბის დაქვემდებარებაში იქნება.

შეგახსენებთ, ჯაბა კანკავას საქართველოს ნაკრებში 89 მატჩი აქვს ჩატარებული და 10 გოლი გაიტანა. ვილი სანიოლის გუნდი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შვედეთის, ესპანეთისა და საბერძნეთის ნაკრებებს 6-დღიან ინტერვალში დაუპირისპირდება (25-31 მარტი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115211