ფეხბურთი

11:49 | 18.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგები ჯაბა კანკავას საქართველოს ნაკრებში არ უშვებენ?

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მარტის სანაკრებო მატჩებში შესაძლოა, კაპიტანი, ფრანგული "ვალანსიენის" ნახევარმცველი ჯაბა კანკავა ვერ დაეხმაროს. საქმე ისაა, რომ საფრანგეთის ლიგა 1-სა და ლიგა 2-ის კლუბები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ სანაკრებო შეკრებაზე არაევროკავშირელი ქვეყნის წარმომადგენელი ფეხბურთელები არ გაუშვან. ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა L’Equipe წერს.

არსებული კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე არაევროკავშირის წევრი ქვეყნის წარმომადგენელს საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ ორკვირიანი კარანტინის გავლა სავალდებულოდ უწევს და ცხადია, კლუბებს დიდი დროით მოთამაშეების დაკარგვა არ სურთ.

გადაწყვეტილების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი აფრიკელი მოთამაშეები არიან, რადგან მოგეხსენებათ, საფრანგეთში ბევრი აფრიკელი ფეხბურთელი თამაშობს.

ჯერჯერობით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებენ და ალბათ, მოგვიწევს ოფიციალურ განცხადებას დაველოდოთ. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 25, 28 და 31 მარტს, შესაბამისად, შვედეთის, ესპანეთისა და საბერძნეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112181