ფეხბურთი

1:49 | 17.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე: "ძალიან ბედნიერი ვარ და მჯერა, საქართველოს ერთად ვასახელებთ"

საქართველოს ნაკრებში გამოძახების შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ კომენტარი გააკეთა. როგორც მან სფფ-ს პრესსამსახურს განუცხადა, გახარებულია, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა მიეცა.

"ძალიან გახარებული და ამაყი ვარ, რომ საქართველოს ნაკრებში გამომიძახეს. მიხარია, რომ მექნება ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა. ჩვენ გულშემატკივრებს ლამაზ თამაშს ვაჩვენებთ. მჯერა, რომ ჩვენ ერთად ყველაფერი გამოგვივა და ვასახელებთ საქართველოს - ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ”, - ციტირებს სფფ მიქაუტაძის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთში დაიბადა და ფრანგული "მეცის" საკუთრებაა, იჯარით კი ბელგიურ "სერენში" თამაშობს. 20 წლის შემტევს ბელგიის პროქსიმუს ლიგაში მიმდინარე სეზონში 19 შეხვედრაში 18 გოლი აქვს გატანილი.

მიქაუტაძემ საქართველოს მოქალაქეობა ცოტა ხნის წინ მიიღო და ვილი სანიოლმა შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან მატჩებისთვის გამოიძახა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119751