ფეხბურთი

0:25 | 16.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გასპერინი: "რეალის" ყველა ვარიანტში დამარცხებაზე ფიქრი, ჩვენგან თავხედობას ჰგავს"

ბერგამოს „ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ მადრიდის „რეალთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მის გუნდს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვს დარჩენილი.

„არ შეგვიძლია ნებისმიერ ფასად „რეალის“ დამარცხებაზე ფიქრი, ეს საკმაოდ თავხედური იქნებოდა. სირთულეები გველოდება, მაგრამ ჩვენ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მხოლოდ გამარჯვბა გვჭირდება. ვიცით, რომ „რეალს“ შეუძლია სხვადასხვა გადაწყვეტილებები მიიღოს, მაგრამ მზად ვართ ადაპტირებისთის. პირველ მატჩში დაცვითი ფეხბურთი ვითამაშეთ და ახლა ეს მატჩი გამოაჩენს, რა დონეზე ვართ.

ბენზემა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია, მაგრამ „რეალი“ მხოლოდ ის არ არის. მათ გოლების გატანა ბევრი გზით შეუძლიათ. თუმცა, საგოლე მომენტების შექმნა ჩვენც შეგვიძლია“, - თქვა გასპერინიმ.

შეგახსენებთ, რომ „ატალანტას“ პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე 0:1 აქვს წაგებული, ხოლო საპასუხო მატჩი მადრიდში დღეს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115531