სხვა

13:43 | 14.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშო მარცხით დაიწყო (+VIDEO)

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ჰარუ ბაშო მარცხით დაიწყო. ტოჩინოშინის პირველი მეტოქე მე-6 მაეგაშირა იჩინოჯო იყო,რომელთანაც ძალიან ადვილად, უვატენაგეს ილეთით წააგო.

ეს აღნიშნული წყვილის 24-ე დაპირისპირება იყო, საიდანაც ტოჩის 16 ორთაბრძოლა მოგებული აქვს. 33 წლის ქართველი შეჯახებისთანავე წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქის პირველი შეტევა მოიგერია და დოჰიოს კიდეს თავი დააღწია, მარცხისგან თავი მაინც ვერ იხსნა.

გაზაფხულის პირველ ტურნირზე ლევანის მომდევნო მეტოქე ასევე მე-6 მაეგაშირა ტამავაში იქნება, რომელსაც აქამდე 34-ჯერ შეხვედრია და ურთიერთშეხვედრებში ბალანსი ჩვენებურის სასარგებლოდ სოლიდურია - 22:12.

შეგახსენებთ, რომ გორგაძემ იანვრის ბაშო უარყოფით ბალანსზე (4:11) დაასრულა და მე-4 მაეგაშირა წოდებიდან მე-7 მაეგაშირობამდე დაქვეითდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137918