კალათბურთი

12:44 | 13.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის 10 წუთი "ლეიკერსთან" და "ინდიანას" დასანანი მარცხი (+VIDEO)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ ერთ-ერთ ლიდერ „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე იბრძოლა, 5-ქულიანი სხვაობით მაინც დამარცხდა.

ლებრონ ჯეიმსმა და კამპანიამ „ინდიანაპოლისელებს“ 105:100 მოუგეს. აღნიშნულ შეხვედრაში სათამაშოდ 10:07 წუთი მიიღო ქართველმა კალათბურთელმა, რა დროშიც მან 3 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

ყველაზე მეტი ქულა კი ბითაძის თანაგუნდელმა მალკონ ბროგდონმა ჩააგდო, ამერიკელმა 35:27 წუთში 29 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი დააგროვა. „ლეიკერსიდან“ კი კეილ კუზმამ 24 ქულით, 13 მოხსნითა და 1 პასით ორმაგი დუბლი შეასრულა. ხოლო დომანტას საბონისს სამმაგი დუბლის შანსი ჰქონდა მაგრამ, 2 პასი დააკლდა - მისი მონაგარი 20 ქულა, 14 მოხსნა და 8 პასი გამოდგა.

„ინდიანა პეისერსს“ 16 გამარჯვების საწინააღმდეგოდ 20 მარცხი დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას გოგა ბითაძე და მისი თანაგუნდელები 14 მარტს, „ფენიქს სანსთან“ ჩაატარებენ. რაც შეეხება „ლეიკერსს“, ფრენკ ვოგელის გუნდს 25 მოგების წილ 13 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა.

0.124792