კალათბურთი

10:24 | 12.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი და MVP-ის ტიტული NCAA-ში (+VIDEO)

ამერიკის სტუდენტური ლიგის (NCAA) Big East-ის კონფერენციის მეოთხედფინალში სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“ პირველი მატჩი ჩაატარა და გამარჯვება მოიპოვა. „პირატები“ სტუმრად „სენტ ჯონსს“ დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში 77:69 იმარჯვეს.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 62:62 დასრულდა და გამარჯვებული ოვერ-ტაიმმა გამოავლინა, რომელშიც „სეტონ ჰოლმა“ უკეთ ითამაშა და საბოლოოდ გამარჯვება იზეიმა.

სანდრო მამუკელაშვილი პარკეტზე საუკეთესო იყო და ორმაგი დუბლი გაიფორმა. ქართველმა კალათბურთელმა 44 წუთში 20 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. სანდრომ 16-დან 6 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

„სეტონ ჰოლი“ კონფერენციის პლეი-ოფის ნახევარფინალში გავიდა და მომდევნო შეხვედრას „ჯორჯ თაუნის“ წინააღმდეგ გამართავს. აქვე შეგახსენებთ, სანდრო მამუკელაშვილი Big East-ის კონფერენციის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112804