ფეხბურთი

15:48 | 6.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

შვედური მედია: იბრაჰიმოვიჩს ნაკრებში გამოიძახებენ და საქართველოსთან ითამაშებს

„მილანის“ ლეგენდარული თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში ბრუნდება. Fotbolldirekt-ის ცნობით, 39 წლის ფეხბურთელს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის საწყისი მატჩებისთვის გამოიძახებენ.

იბრაჰიმოვიჩის მიზანია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს, მაგრამ მანამდე ეროვნულ გუნდს მარტის თვეში დაგეგმილ სანაკრებო შეხვედრებში დაეხმარება, მათ შორის, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ.

ვილი სანიოლის გუნდი შვედეთს 25 მარტს დაუპირისპირდება და დიდი შანსია, „ჯვაროსნებს“ იბრაჰიმოვიჩთან მოუწიოთ დაპირისპირება. აღსანიშნავია, რომ ზლატანი ამჟამად ტრავმირებულია, ის 6 დღის დაშავდა და უქმობა 20 დღით განუსაზღვრეს და გეგმის მიხედვით, სწორედ სანაკრებო ფანჯრისთვის მზად იქნება.

ზლატან იბრაჰიმოვიჩს შვედეთის ნაკრებში 2016 წლის შემდეგ არ უთამაშია, ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 116 თამაშში 62 გოლი აქვს გატანილი. სერია A-ს მიმდინარე სეზონში კი 14 მატჩში თავი 14-ჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122148