ფეხბურთი

15:33 | 5.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარეკ ჰამშიკი ხარაიშვილის ყოფილ გუნდში გადადის

ვეტერანი სლოვაკი ფეხბურთელი მარეკ ჰამშიკი ევროპაში ბრუნდება და კარიერას დიდი ალბათობით, შვედურ „გიოტებორგში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

როგორც შვედური პრესა იტყობინება, მხარეებს შორის თითქმის ყველა დეტალი შეთანხმებულია და სლოვაკეთის ნაკრების ლიდერი „ოლსვენსკანში“ ითამაშებს. 33 წლის ჰამშიკი ბოლოს ჩინურ „დალიანში“ ირჯებოდა, კარიერის საუკეთესო წლები კი 2007-2019 წლებში იტალიურ „ნაპოლიში“ აქვს გატარებული.

შეგახსენებთ, რომ „გიოტებორგის“ ღირსებას ქართველი ფეხბურთელი გიორგი ხარაიშვილი იცავდა, რომელიც ცოტა ხნის წინ უნგრულ „ფერენცვაროშში“ გადავიდა.

0.11366