ფეხბურთი

15:48 | 2.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

U21: საქართველომ ამხანაგური მატჩები დაგეგმა, ინგლისს ბათუმში შეხვდება

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის სამზადისის ფარგლებში ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს და სამი მეტოქის ვინაობა უკვე ცნობილია.

რამაზ სვანაძის გუნდი ბელარუსს, რუმინეთსა და ინგლისის 21-წლამდე ნაკრებებს დაუპირისპირდება:

29 მარტი, გორი

საქართველო - ბელარუსი

7 სექტემბერი

რუმინეთი - საქართველო

16 ნოემბერი, ბათუმი

საქართველო - ინგლისი

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ. ორივე ქვეყანა თითო ქვეჯგუფის მატჩებს დაუხვდება, ხოლო ფინალური მატჩი ბათუმშია დაგეგმილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113938