ბლოგი

13:05 | 28.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

იცოდით, რომ აფხაზეთი “მსოფლიოს ჩემპიონია?“

ჩათვალეთ გატყუებთ ის ვინც გეტყვით, რომ ბევრი დაგიკარგავთ თუკი აქამდე “დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციებისკონფედერაციის“, იგივე ConIFA-ს არსებობის შესახებ არ იცოდით. ეს უცნაური საერთაშორისო ორგანიზაცია თავს მსოფლიოს ფეხბურთისმმართველი ორგანოს - ფიფას ალტერნატივად მიიჩნევს და ნაკრებთა შორის საფეხბურთო მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებს ატარებს. ეს ნაკრებები წარმოადგენენ გაეროს მიერ არაღიარებული სეპარატისტულ ქვეყნებს, რომელთა შორის ჩვენთვის კარგად ნაცნობი ორი ბედოვლათი - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ნაკრები გუნდებიცაა.

ეს უცნაური ორგანიზაცია მიმდინარე წლის ივნისში საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ევროპის ჩემპიონატის ჩატარებას აპირებს, სადაც ისეთი ეგზოტიკური “ქვეყნები“ მიიღებენ მონაწილეობას, როგორიც მაგალითად არცახის რესპუბლიკაა. შეგახსენებთ რომ სწორედ ასე ჰქვია იმ ტერიტორიას, რასაც აზერბაიჯანის მიერ დაბრუნებული მთიანი ყარაბახიდან ჯერ ისევ სომხეთი აკონტროლებს (საუბარია ძირითადად ქალაქ სტეფანაკერტზე და მის შემოგარენზე).

აღნიშნულ ტურნირს ასევე “დაამშვენებენ“ მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის - დნესტრისპირეთის ნაკრები, სკანდინავიაში ყველასგან მივიწყებული მხარის - სიმპის ნაკრები და სხვა მისთანანი. ცხადია ტურნირს არაფრისდიდებით არ გამოაკლდებიან “ჩვენი“ სეპარატისტებიც, რომელთაგან აფხაზეთის ე.წ. ნაკრები გაგიკვირდებათ და მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონია. არ ვხუმრობთ! რამდენიმე წლის წინ სოხუმში “მსოფლიოს ჩემპიონატი“ გაიმართა, სადაც აფხაზებმა იპირველეს და თუკი საქართველოს ეროვნული გუნდი მსოფლიოს ნამდვილ ჩემპიონატზე მოხვედრილიც კი არაა, არაღიარებულ აფხაზეთის ნაკრებს უკვე უჩემპიონია და ასე თუ გააგრძელდა, აფხაზეთი შეიძლება არაღიარებულთა “ბრაზილიად“ ჩამოყალიბდეს.

ჯერ სადა ხართ?! თუკი აფხაზეთი მსოფლიოსჩემპიონია, სამხრეთ ოსეთის გუნდი თურმე ევროპის ჩემპიონი გამხდარა. ამ გუნდიდან სხვადასხვა დროს რუსეთის დაბალ ლიგებში ბევრს უთამაშია პროფესიონალ დონეზე დაადვილად წარმოდგენია სხვა გუნდებს რა დონის ფეხბურთელები უნდა ჰყავდეს, რუსეთის დაბალ ლიგებში მოთამაშე ვეტერანებით დაკომპლექტებულმა სეპარატისტთა კრებულმა ევროპის რჩეულ-რჩეული სეპარატისტები რომ დაიფრინოს...

ნიცაში დაგეგმილ ტურნირამდე სამ თვეზე მეტია დარჩენილი, მაგრამ აფხაზეთში უკვე შფოთვა აქვთ, რომ საქართველომ შესაძლოა მათ გუნდს საფრანგეთში წასვლაში ხელი შეუშალოს.სოხუმის “დინამოს“ პრეზიდენტი ასტამურ ადლეიბა ამბობს, რომ როგორც ადრე, ქართველები ახლაც ეცდებიან გაურიგდნენ მასპინძლებს (ამ შემთხვევაში საფრანგეთისხელისუფლებას) და რაიმენაირად დაბლოკონ მათი ნიცაში გამგზავრება.

აღსანშნავია, რომ “დამოუკიდებელისაფეხბურთო ასოციაციების კონფედერაციის“, იგივე ConIFA-ს, ორგანიზებული ტურნირები მუდამ სკანდალებით ტარდება. ეს ბუნებრივიცაა, რამეთუ არც ერთ თავმოყვარე სახელმწიფოს არ სურს, რომ თავისი ქვეყნის განდგომილი რეგიონები ბუტაფორიულ ტურნირებში იღებდნენ მონაწილეობას. თუმცა, სეპარატისტების როგორც მსოფლიოს, ასევე ევროპის “ჩემპიონატები“ კერძო ტურნირების საფარქვეშ იმართება და მასპინძელი ქვეყნების საფეხბურთო კავშირები ფიზიკურად ვერ უპირისპირდებიან ამგვარი ტურნირების დაგეგმვა-ორგანიზებას. პრინციპში გასაგებიცაა ეს ამბავი. ვიღაცამ სადღაც სტადიონი იქირაოს, ხალხი ჩაიყვანოს, ბურთი გააგორონ, ერთმანეთს თასები აძლიონ და დაარწმუნონ - მსოფლიოს ჩემპიონი გახდიო, ამის გაკონტროლებაც აბსურდია და შეწინააღმდეგებაც. სპეციალური კანონი კი რომელიც სეპარატისტებს ფეხბურთისთამაშს აუკრძალავს - ცხადია არ არსებობს.

0.152331