ფეხბურთი

18:40 | 26.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" ედინ ჯეკოს გარეშე დარჩა

იტალიურ „რომას“ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ედინ ჯეკო გამოაკლდა. ბოსნიელმა თავდამსხმელმა ევროპა ლიგის მატჩში „ბრაგასთან“ (3:1) საზარდულის ტრავმა მიიღო.

იტალიური მედიის ცნობით, ჯეკოს მინიმუმ ორი კვირა გაუცდება და არაა გამორიცხული, უფრო მეტიც იუქმოს. შესაბამისად, „ჯალოროსი“ მომდევნო მატჩებს საუკეთესო გოლეადორის გარეშე ჩაატარებს.

მიმდინარე სეზონში ედინ ჯეკომ ყველა ტურნირზე 25 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი. „რომა“ სერია A-ს უახლოეს ტურში „მილანს“ უმასპინძლებს, ევროპა ლიგის მერვედფინალში კი დავით ხოჭოლავას „შახტარს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125721