ფეხბურთი

12:33 | 22.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "ამ თამაშმა აჩვენა, რომ სერიოზული პროგრესი განვიცადეთ"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „დერბი დელა მადონინაში“ „მილანთან“ (3:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტი გუნდის თამაშით კმაყოფილი იყო და განსაკუთრებით, კრისტიან ერიკსენისა და ივან პერიშიჩის პროგრესი გამოარჩია.

„შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს იყო დერბი და თანაც დიდი ხნის შემდეგ ლიდერებს შორის. ფეხბურთელებმა ძალიან კარგად ითამაშეს. ვაგრძელებთ განვითარებას იმ გზაზე, რომელიც წელიწადნახევრის წინ დავიწყეთ. ძირითად კონკურენტს მოვუგეთ, ამ თამაშმა აჩვენა, რომ სერიოზული პროგრესი განვიცადეთ.

ფსიქოლოგიურად მე უფრო ვღელავ „ჯენოასთან“ და „პარმასთან“ მატჩებზე. ეს ძალიან რთული თამაშები იქნება და ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ მართლაც გავაკეთეთ თვისობრივი ნახტომი, ტურნირის ბოლომდე ლიდერის პოზიციაზე დასარჩენად.

მწვრთნელის ამოცანაა ფეხბურთელებს გუნდთან შერწყმაში დაეხმაროს. ჩვენ ძალიან კონკრეტული მოსაზრება გვაქვს ბურთის ფლობისა და უბურთოდ თამაშის შესახებ. განსაკუთრებით ვამაყობ იმით, თუ როგორ მოუმატეს ერიკსენმა და პერიშიჩმა. მაგალითად, ბარელას შეუძლია დაუყოვნებლივ შეძლოს ყველა საკითხში გარკვევა, რადგან იტალიურ ფეხბურთს კარგად იცნობს, მაგრამ ლეგიონერების, მაგალითად, ერიკსენის შემთხვევაში უფრო მეტი დრო დასჭირდა“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერმა“ 53 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში უახლოეს მდევარ „მილანს“ ოთხი, „იუვენტუსს“ კი 11 ქულით უსწრებს, თუმცა ტურინელებს ორი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

0.100114