კალათბურთი

10:16 | 18.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

სანდროს მამუკელაშვილის მე-1000 ქულა და მორიგი ბრწყინვალე მატჩი "სეტონ ჰოლში" (+VIDEO)

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა. ქართველი კალათბურთელის „სეტონ ჰოლი“ “დეპოლს“ დაუპირისპირდა, მეტოქე 60:52 დაამარცხა და ზედიზედ მე-4 გამარჯვება მიითვალა.

ყველაზე შედეგიანი სწორედ მამუკელაშვილი იყო, რომელმაც თამაშის დაწყებიდან მალევე სამქულიანი ჩააგდო და ანგარიში გახსნა. ახალგაზრდა მძიმე ფორვარდმა აღნიშნულ შეხვედრაში 38 წუთი ითამაშა, რა დროშიც: 25 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. მან 13-დან 8 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

სანდრო ლიგის 45-ე კალათბურთელი გახდა, რომელმაც 1000 ქულაზე მეტი დაუგროვდა. უფრო ზუსტად მას ამ დროისთვის 1004 ქულა აქვს ჩაგდებული.

„სეტონ ჰოლს“ Big East-ის კონფერენციაში 10 გამარჯვების საპირისპიროდ 5 მარცხი აქვს, ხოლო მთლიანად სეზონში 13 მოგება და 8 წაგება დაუგროვდა. მომდევნო შეხვედრაში მამუკელაშვილი და მისი თანაგუნდელები 20 თებერვალს, „ჯორჯთაუნს“ დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116277