ფეხბურთი

15:50 | 12.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნს" სერჟ გნაბრი გამოაკლდა

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი სერჟ გნაბრი ტრავმირებულია. გერმანელმა ფეხბურთელმა ბარძაყის კუნთის დაზიანება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მექსკურ „ტიგრესთან“ (1:0) მატჩში მიიღო.

გნაბრი სავარაუდოდ მოედანზე მხოლოდ მარტის დასაწყისში მოახერხებს დაბრუნებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩი რომის „ლაციოსთან“ გაუცდება.

მიმდინარე სეზონში გნაბრიმ ყველა ტურნირზე 28 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 6 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111724