ფეხბურთი

21:50 | 9.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"სოსიედადი" "მანჩესტერს" ტურინში უმასპინძლებს

ევროპა ლიგაზე სან სებასტიანის „რეალ სოსიედადი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ტურინში, „ალიანც სთედიუმზე“ უმასპინძლებს. უეფამ აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღო.

საქმე ისაა, რომ კორონავირუსის არსებული შეზღუდვების გამო ინგლისური კლუბი ესპანეთში შესვლას ვერ ახერხებდა. შედეგად, საჭირო გახდა ალტერნატიული ადგილის მოძიება და „იუვენტუსის“ საშინაო არენა შეირჩა.

ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის ორი მატჩიც ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართება - ბუდაპეშტში „ლაიფციგი“ – „ლივერპული“ და „გლადბახი“ – „მანჩესტერ სიტი“.

0.114065