ფეხბურთი

16:08 | 5.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანდრე ონანა 1-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

ამსტერდამის „აიაქსის“ მეკარე ანდრე ონანა 1-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. კამერუნელი მეკარე 3 თვის წინ (30 ოქტომბერს) დოპინგკონტროლზე ჩავარდა და უეფამ მკაცრი სასჯელი გამოუტანა.

როგორც ცნობილია, ონანამ შეცდომით მიიღო მისი მეუღლისთვის გამოწერილი წამალი, რომელიც აკრძალულ პრეპარატებშია და დოპინგტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ამრიგად, მას ფეხბურთის თამაში 12 თვის ვადით ნებისმიერ ტურნირზე აეკრძალა, მათ შორის, ერედივიზიონში, ევროთასებსა და სანაკრებო დონეზე.

პარალელურად, „აიაქსმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილებას სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

მიმდინარე სეზონში ანდრე ონანამ ყველა ტურნირზე 22 თამაში ჩაატარა. თუ CAS-მა „აიაქსის“ აპელაცია არ დააკმაყოფილა, კამერუნელი მოედანზე მხოლოდ 2022 წლის თებერვალში დაბრუნდება.

0.116469