ფეხბურთი

18:51 | 3.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

მაურიციო სარიმ "მარსელის" გაწვრთნაზე უარი განაცხადა

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „მარსელის“ გაწვრთნაზე უარი განაცხადა. ინფორმაცია თავის ტვიტერის გვერდზე ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ დაწერა.

წყაროს თანახმად, 62 წლის იტელიელმა სპეციალისტმა სკანდალურად გათავისუფლებული ანდრე ვილაშ-ბოაშის ჩანაცვლებაზე უარი თქვა, მიზეზი კი არ გახმაურებულა.

შეგახსენებთ, რომ სარი „იუვენტუსიდან“ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს, ის ასევე იტალიური „ნაპოლის“ და ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110446