ფეხბურთი

16:15 | 3.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდში ვინისიუსის დარჩენა გამორიცხეს - ბრაზილიელი კლუბს ზაფხულში დატოვებს

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა ვინისიუსმა შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კლუბი დატოვოს. AS-ის ცნობით, „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობამ ახალგაზრდა ბრაზილიელის კლუბში დარჩენის შესაძლებლობა გამორიცხა.

სამწვრთნელო შტაბისა და ხელმძღვანელების აზრით, ვინისიუსმა ესპანთში პროგრესი შეწყვიტა. სწორედ ამიტომ მიმდინარე სეზონში მისი სათამაშო დრო მნიშვნელოვნად შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ ვინისიუსმა მიმდინარე სეზონში „რეალის“ შემადგენლბაში 17 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100115