ფეხბურთი

20:40 | 2.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტის" დოკუმენტური ფილმი: "ქინქლაძე - "მეინ როუდის" ჯადოქარი" (+VIDEO)

ინგლისურმა „მანჩესტერ სიტიმ“ გიორგი ქინქლაძის შესახებ დოკუმენტური ფილმი დააანონსა, რომელიც კლუბის ოფიციალურ არხებზე გავა.

ფილმის თრეილერი უკვე დევს „ქალაქელთა“ ვებგვერდზე და სრული ვერსია უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

„ქინქლაძე - „მეინ როუდის“ ჯადოქარი“ - ასეთია დოკუმენტური ფილმის სახელწოდება. მოგეხსენებათ, „მეინ როუდ“ ინგლისური გუნდის ძველი საშინაო არენაა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქინქლაძე „მანჩესტერ სიტიში“ 1995-1998 წლებში თამაშობდა და 118 შეხვედრაში 22 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131901