ფეხბურთი

21:45 | 28.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯიჯი ბუფონი: "დღეს ბედნიერი თქვენი დამსახურებითაც ვარ"

„იუვენტუსის“ ლეგენდარული მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი დღეს იუბილარია. ჯიჯის 43 წელი შეუსრულდა და მიუხედავად ამისა, ფეხბურთის თამაშს დღემდე აგრძელებს. გუშინ ჯიჯიმ იტალიის თასზეც ითამაშა და კარი მშრალად შეინახა, სეზონში მეოთხედ (7 მატჩიდან).

ბუფონმა მადლობა გადაუხადა თავის გულშემატკივრებს და აღნიშნა, რომ დღეს ბედნიერი მათი დამსახურებითაც არის:

„მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, მადლობა „იუვენტუსს“, მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, მადლობა ყველას გუშინდელი ლამაზი საღამოსთვის. თუ დღეს ჩემს დაბადების დღეს ბედნიერი ვზეიმობ, ეს თქვენი დამსახურებაცაა“, - დაწერა ბუფონმა ტვიტერში.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, მაგრამ იტალიური მედიის ცნობით, დიდი შანსია, რომ ის 2022 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118567