კალათბურთი

10:51 | 28.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლი" "კრეიტონთან" დამარცხდა (+VIDEO)

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლი დამარცხდა. ქართველი კალათბურთელის გუნდი „კრეიტონს“ დაუპირისპირდა და 81:85 წააგო.

სანდრომ პარკეტზე 33 წუთი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 11 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა, ეს კი გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი არ გამოდგა. ყველაზე შედეგიანი მეილს კეილი იყო, რომელმაც 20 ქულასთან ერთად 9 მოხსნა შეასრულა.

„სეტონ ჰოლს“ 6 გამარჯვებითა და 4 მარცხით BiG East-ის კონფერენციაში მე-6 პოზიცია უკავია, მთლიანად სეზონში კი 9 მოგების წილ 6 წაგება აქვს. მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 31 იანვარს, ლიდერ „ვილანოვასთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112426