ფეხბურთი

20:02 | 21.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო აგუეროს კორონავირუსი დაუდასტურდა

ინგლისურ „მანჩესტერ სიტიში“ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. ამჯერად ვირუსი სერხიო აგუეროს აღმოაჩნდა, რომელმაც სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

„ინფიცირებულთან ახლო კონტაქტის შემდეგ თვითიზოლაციაში ვიყავი და ბოლო ტესტი, რომელიც ჩავიტარე, დადებითი იყო. გარკვეული სიმპტომები მქონდა და ექიმის მითითებას ვასრულებ“, - დაწერა აგუერომ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიში“ კორონავირუსი ამჟამად 9 ადამიანს აქვს დადასტურებული. არგენტინელი ფორვარდი უახლოეს მატჩებში მოედანზე ვერ გავა.

0.114624