სხვა

14:17 | 20.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი უარყოფით ბალანსზე გავიდა და რეიტინგში რეგრესი ელის (+VIDEO)

ჰაცუ ბაშოზე წარუმატებელმა ასპარეზობამ შედეგი გამოიღო და ლევან გორგაძემ უარყოფითი ბალანსი გაინაღდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ სუმოისტს რეიტინგში დაქვეითება მოუწევს.

ტოჩინოინი წლის პირველი სუპერტურნირის მე-11 საშეჯიბრო დღეს კომოსუბი მიტაკეუმს დაუპირისპირდა და ოშიდაშის ილეთით წააგო. ჩვენებური მიმდინარე ბაშოზე ძალიან ცუდ ფორმაშია და ყველა დაპირისპირებაში თითქმის იდენტური შეცდომით მარცხდებოდა.

ეს აღნიშნული წყვილის მე-14 დაპირისპირება იყო და 28 წლის მეტოქემ ურთიერთშეხვედრებში მოგება წაგების ბალანსი შეამცირა (8:6).

ტოჩის 8 მარცხის წილ მხოლოდ 3 მოგება აქვს, მომდევნო დაპირისპირება კი პირველ მაეგაშირა ჰოკუტოფუჯისთან ელის, რომელსაც აქამდე 10-ჯერ შეხვედრია და ურთიერთშეხვედრებში სრული თანაფარდობაა - 5 მოგება, 5 მარცხის წინააღმდეგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111465