ჩოგბურთი

15:22 | 11.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარიამ ბოლქვაძის წარმატებული სტარტი ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებული სტარტი აიღო და პირველი წრე გადალახა.

მარიამმა, რომელიც WTA-ს რეიტინგში 192-ე ნომერია, ინდოელი კარმან ტანდი (626-ე ნომერი) ორ სეტში დაამარცხა. თუმცა, ბოლქვაძეს რთული თამაში ჰქონდა და ორივე სეტი ტაიბრეიკზე მოიგო - 7:6 (7:4), 7:6 (7:4).

თამაში 2 საათსა და 29 წუთს გრძელდებოდა. მარიამმა 2 ეისი შეასრულა, 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ქართველი ჩოგბურთელი საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე წრეში რუს მარგარიტა გასპარიანს დაუპირისპირდება.

აქვე გეტყვით, რომ საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა ეკატერინე გორგოძე, რომელიც ხორვატ იანა ფეტთან ორ სეტში 3:6, 3:6 დამარცხდა.

0.162017