სხვა

14:25 | 10.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა 2021 წელი მოგებით დაიწყო (+VIDEO)

ჰაცუ ბაშო დაიწყო და 2021 წლის პირველი სუპერტურნირი ქართველმა სუმოისტმა მოგებით გახსნა. ტოჩინოშინი მე-4 მაეგაშირა ტამავაშის დაუპირისპირდა და მეტოქე იორიკირის ილეთით დაამარცხა.

ტოჩიმ მთელი ორთაბრძოლის განმავლობაში იბრძოლა და საბოლოოდ მონღილი დოჰიოს მიღმა გადაიყვანა. ეს აღნიშნული წყვილის 34-ე დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც ლევანმა 22 მოიგო, 12 შეხვედრაში კი დამარცხდა.

ამრიგად, გორგაძემ წლის პირველ სუპერტურნირზე კარგი სტარტი აიღო, მისი მომდევნო მეტოქე კი მე-5 მაეგაშირა ოკინეუმი იქნება, რომელმაც თავისი პირველი ორთაბრძოლა გამარჯვებით დაასრულა. ურთიერთშეხვედრებში კი 16 დაპირისპირებიდან უპირატესობა ტოჩინოშინს აქვს: - 9 მოგება 7 მარცხის წილ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121403