ფეხბურთი

22:39 | 9.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

პოლონელი მეკარე და ფრანგი თავდამსხმელი "დინამო ბათუმში"

„დინამო ბათუმმა“ სამი ლეგიონერი დაიმატა. როგორც ზღვისპირელთა პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, გუნდის რიგებს პოლონელი მეკარე კამილ მიაზეკი, ფრანგი თავდამსხმელი ვამარა სანოგო და უკრაინელი მცველი ოლექსანდრ აზაცკი შეუერთდნენ. ისინი საქართველოში ჩამოვლენ და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებენ.

24 წლის პოლონელი მეკარის კარიერა „ბელხატოვში“ დაიწყო, საიდანაც „ფეიენოორდის“ აკადემიაში გადავიდა და 4 წელი იქ ითამაშა. შემდეგ იყო პოლონური „ხოინიჩანკა“, საიდანაც 2017 წელს „ლიდს იუნაიტედში“ აღმოჩნდა. ის მეორე გუნდის ღირსებას იცავდა, ხოლო მთავარ გუნდში სათადარიგო კიპერი გახლდათ, ინგლისური გუნდთან კი კონტრაქტი აგვისტოში დაუსრულდა.

25 წლის ფორვარდი ვამარა სანოგო გასულ სეზონში „ლეგიას“ რიგებში (2 მატჩი, 1 გოლი) პოლონეთის ჩემპიონი გახდა. მას სეზონი ტრავმის გამო გაუცდა, მანამდე შედეგიანად სოსნოვიცეს „ზაგლებიეში“ თამაშობდა. კარიერა სამშობლოში, „მეცში“ დაიწყო, მცირე ხნით კი „ფლიტვუდსა“ და „ნუნეტონში“ ითამაშა.

რაც შეეხება უკრაინელ მცველ ოლექსანდრ აზაცკის, ბოლოს ჩეხეთში, „ბანიკის“ წევრი იყო. ასევე ითამაშა, „ჟლინსა“ და „ჩერნომორეცში“. საქართველოში იგი 2018-2019 წლებში ქუთაისის „ტორპედოს“ მაისურით ირჯებოდა (50 მატჩი, 3 გოლი).

0.115515