ფეხბურთი

19:30 | 9.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგაში იაგო ასპასი გამოარჩიეს

ესპანეთის ლა ლიგის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ვიგოს „სელტას“ თავდამსხმელი იაგო ასპასი დასახელდა. ამის შესახებ ლიგის ვებგვერდი იტყობინება.

დეკემბერში ასპასმა 5 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. მან საუკეთესოს ტიტულისთვის ბრძოლაში ლიონელ მესის, კარიმ ბენზემას, მარიო ჰერმოსოს, იულეს კუნდეს, ჟერარ მორენოსა და ხავიერ ონტივეროსს აჯობა.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში იაგო ასპასმა ლა ლიგაში 17 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 9 გოლი გაიტანა.

0.108478