ფეხბურთი

18:52 | 7.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლასე შონემ "ჯენოასთან" კონტრაქტი გაწყვიტა

ვეტერანმა დანიელმა ფეხბურთელმა ლასე შონემ „ჯენოასთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა. ამის შესახებ ლიგურიული გუნდის ვებგევრდი იტყობინება.

ამსტერდამის „აიაქსის“ ყოფილი ლიდერი იტალიაში 2019 წლის ზაფხულში გადავიდა და გასულ სეზონში „ჯენოას“ რიგებში ჩატარებულ 34 მატჩში 2 გოლი გაიტანა. თუმცა, აპენინზე ფეხი ვერ მოიკიდა და მიმდინარე სეზონში საერთოდ არ უთამაშია.

შონეს კარიერის საუკეთესო წლები „აიაქსთან“ ასოცირდება, რომლის რიგებში 2012-2019 წლებში 287 მატჩში 64 გოლი გაიტანა. დანიის ნაკრებში მის ანგარიშზე 50 თამაში და 3 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114321