ფეხბურთი

21:22 | 4.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

დემირალი "იუვენტუსში" მეტ სათამაშო დროს ან წასვლას ითხოვს

ტურინის „იუვენტუსის“ მცველ მერიჰ დემირალს კლუბის შეცვლა სურს. თურქული მედიის ცნობით, 22 წლის ფეხბურთელი სათამაშო დროით უკმაყოფილოა და გუნდის დატოვება განიზრახა.

დემირალს სურს, რომ ევროპის ჩემპიონატს კარგ ფორმაში და მომზადებული შეხვდეს, ტურინში კი მას თამაშის შესაძლებლობა იშვიათად ეძლევა, რადგან ლეონარდო ბონუჩის, მატიას დე ლიხტისა და ჯორჯო კიელინის შემდეგ ანდრეა პირლოსთვის მეოთხე არჩევანია.

თურქ ფეხბურთელს მსურველები არ აკლია და მათ შორის, „ლივერპული“, „ატლეტიკო“ და „ლესტერი“ არიან. თუმცა, ტურინელები ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მის გაყიდვაზე თანახმა არ არიან. ისე კი, ფეხბურთელი 50 მილიონ ევროდ ფასობს.

მიმდინარე სეზონში მერიჰ დემირალმა 9 მატჩი ჩაატარა (20 თამაშიდან) და გოლი არ გაუტანია. აღსანიშნავია, რომ ბოლო თვენახევარი ტრავმის გამო გაუცდა და ვარჯიში რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110885