ფეხბურთი

18:04 | 28.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო კოშტამ "ატლეტიკოს" კონტრაქტის გაწყვეტა მოსთხოვა

დიეგო კოშტამ მადრიდის „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობას კონტრაქტის გაწყვეტა მოსთხოვა. ამის შესახებ ესპანური გამოცემა As-ი წერს.

როგორც ცნობილი გახდა, კოშტას ეს გადაწყვეტილება პირადი მიზეზებით არის განპირობებული და მოსალოდნელია, რომ მადრიდელები მის მოთხოვნას დააკმაყოფილებენ.

დიეგო კოშტას „ატლეტიკოში“ სათამაშო დროც შეზღუდული აქვს მას შემდეგ, რაც გუნდში ლუის სუარესი მივიდა. აქედან გამომდინარე, იანვარში მისი წასვლა თითქმის გარდაუვალია.

32 წლის ფორვარდი „როხიბლანკოში“ 2010-2011, 2012-2014 წლებში თამაშობდა, ხოლო მადრიდში 2017 წელს დაბრუნდა. მიმდინარე სეზონში მან მხოლოდ 7 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112161