ფეხბურთი

18:57 | 25.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

როდრიგოს ტრავმა სერიოზული გამოდგა

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელ როდრიგოს ტრავმა სერიოზული გამოდგა. ბრაზილიელმა შემტევმა დაზიანება „გრანადასთან“ მატჩში მიიღო და სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა.

ტესტირებამ აჩვენა, რომ როდრიგოს მარჯვენა ფეხზე კუნთის დაიზანება აქვს. „სამეფო კლუბის“ განცხადებაში არ არის აღნიშნული რა პერიოდით მოუწევს როდრიგოს უქმობა. თუმცა, ესპანური მედიის ცნობით, მარტამდე ვერ ითამაშებს.

მიმდინარე სეზონში როდრიგომ ყველა ტურნირის ჩათვლით 17 თამაში ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110309