ფეხბურთი

21:02 | 21.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარკუს ტურამი მკაცრად დასაჯეს

„გლადბახის“ ფეხბურთელი მარკუს ტურამი როგორც მოსალოდნელი იყო მკაცრად დაისაჯა. ფრანგმა ფეხბურთელმა შაბათს „ჰოფენჰაიმის“ მოთამაშეს შეაფურთხა, რის გამოც გააძევეს, მაგრამ მკაცრ სანქციასაც ვერ გადაურჩა.

ტურამი 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ის ხვალ მიუნხენის „ბაიერნთან“ გერმანიის თასზე ვერ ითამაშებს და საკუთარ გუნდს მხოლოდ 22 იანვარს, „დორტმუნდთან“ მატჩში დაეხმარება.

გარდა ამისა, მარკუსი ფინანსურადაც დააჯარიმეს და 40 ათასი ევროს გადახდა დააკისრეს. ამასთან, მას ეკონომიკური სანქცია კლუბმაც დააკისრა.

0.114105